გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
მდინარე  და ადამიანი
საგანი/პედაგოგი
გეოგრაფია/ცირა არჩვაძე
სწავლების საფეხური/კლასი
საბაზო საფეხური/VII კლასი
მოსწავლის პროფილი
12 მოსწავლე/სსმ მოსწავლე არ მყავს
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
·         დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება.
·         რუკებზე მუშაობა.                                                                                                                                                                                                    
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
გაამახვილებენ ყურადღებას მდინარეებზე, მათ გამოყენებასა და მნიშვნელობაზე.                      

გეო.VII.8. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობ ჰიდროსფეროს შესახებ.
     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ჩამოთვლის ხმელეთის წყლებს;
·      ასახელებს მიწისქვეშა წყლების სახეებს (გრუნტის, მინერალური და თერმული წყლები, გეიზერები) და გამოთქვამს ვარაუდს მათი წარმოშობის შესახებ;
·      ასახელებს მდინარის ნაწილებს, აკავშირებს მდინარის საზრდოობას და რეჟიმს;

წინარე ცოდნა
·         მოიძიეთ ინფორმაცია ზედაპირული წყლების რაობი შესახებ, აგრეთვე თქვენს საცხოვრებელ ადგილთან არსებულ ზედაპირულ წყლებზე.
·         რა სახის წყლებია შენს საცხოვრებელთან.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეებს შევაფასებ  შეფასების სქემის მიხედვით.
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
კომპიუტერი, რუკა, დაფა, ცარცი, პლაკატები, სახელმძღვანელო
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
ფაზა A _ გამოწვევა

ქტივობა 1- გონებრივი იერიში-5წთ
გაკვეთილს ვიწყებ გონებრივი იერიშით. მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ რა იციან მდინარის შესახებ ,რა ასოციაციას იწვევს მათში ტერმინი ‘’მდინარე.“ მათ პასუხებს ვწერ დაფაზე და ძალიან მოკლედ ვაჯამებ მათ.

აქტივობა 2-მზადება ახალ მასალაზე გადასვლელად.-5წთ.
ელექტრონული პრეზენტაციის საშუალებით  მოსწავლეებს ვაჩვენებ მსოფლიოს მდინარეებს, ამ მდინარებთან მცხოვრებ ხალხთა საქმიანობის ამსახველ მასალას, ობიექტებს სადაც  ადამიანები გამოიყენებენ მდინარებს. 
ელექტრონულ პრეზენტაციასთან ერთად მოსწავლეებს მივცემ მოკლე განმარტებებს.
ფაზა B-ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა-3 ტექსტის კითხვა.-10წთ.
მოსწავლეებს ვაძლევ დავალებად წაიკითხონ სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტი და გულმოდგინედ გადაათვალიერონ იქვე არსებული წყაროები.
აქტივობა 4 .ჯგუფური მუშაობა.-6წთ. 
მოსწავლეებს ვანაწილებ ჯგუფებში. ვაძლევ დავალებად წერილობით ჩამოყალიბონ რა საქმიანობაში შეუძლიათ ადამიანებს მდინარეთა გამოყენება.                                            
აქტივობა-5.ჯგუფების პრეზენტაცია.5 წთ.           
ჯგუფებიდან თითო მოსწავლე ახდენს პრეზენტაციას  წაკითხული და გაგებულის შესახებ. 

ფაზა-C-რეფლექსია.

აქტივობა-6.შემაჯამებელი კითხვები.8წთ.           
კლასის წინაშე ვსვამ კითხვებს ახალი გაკვეთილის გარშემო:
1.       რაში გამოიყენებს ადამიანები მდინარეებს?
2.       დაასახელეთ  მდინარეები  რომლებსაც ადამიანები იყენებდნენ სანაოსნოდ? სარწყავად? რელიგიური მიზნებისთვის? საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვის? ჰესებისათვის?              
3.       რომელი მდინარეა თქვენთან ახლოს და რა დანიშნულებისთვის იყენებენ მას?                       
4.       აქვე მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ მდინარესთან დაკავშირებული ლეგენდები და გადმოცემები.                                                        

აქტივობა-7 დავალება-3წთ. 
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს სამუშაოდ ვაძლევ პარაგრაფში მოცემულ დავალებებს და ვაძლევ შესაბამის კონსულტაციას.                       

აქტივობა-8 შეფასება-3წთ.
გაკვეთილის ბოლოს ვახდენ მოსწავლეთა შეფასებას.                                               

No comments:

Post a Comment